Sunday, February 28, 2010

საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ 117-ე საჯარო სკოლა დალოცა

      არასოდეს ამოიშლება 117-ე საჯარო სკოლის ცხოვრებიდან 2010 წლის 28 თებერვალი.
      ამ დღეს სკოლის დირექტორის - დალილა ზუხბაიას ინიციატივითა და რუდუნებით, ისან-სამგორის რაიონის გამგეობის ხელშეწყობით, ქ. თბილისისმერიის დახმარებით სამების საკათედრო ტაძარში სკოლა დალოცა საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.
    იმ დღესვე სკოლა აკურთხეს სამების ტაძრის მოძღვრებმა: მამა ათანასემ და მამა გაბრიელმა. სკოლის ეზოში გაიმართა საყოველთაო ზეთისცხება. დიდი მადლის მიღებისთვის მთელი უბანი იღებდა მონაწილეობას.
   სკოლის ეზოდან გამოსული საკმეველის სურნელება ეფინებოდა მიმდებარე დასახლებას და იქ მცხოვრებთ სასოებას მატებდა.
      იმისთვის რომ, ეს დღე შემდგარიყო დიდი წვლილი შეიტანეს: პარლამენტარმა გიორგი ხახნელიძემ, ქალაქის მერიის წარმომადგენლმა კახა გურულმა, ისანი-სამგორის რაიონის გამგებელმა თემუ გრიგალაშვილმა, გამგეობის წარმომადგენელმა სკოლაში _ მარინე ჩუბინიძემ. სკოლის დირექციამ {მაია მეტონიძე და ხათუნა მეტრეველი}
ამ დღის ორგანიზატორი გახლდათ ქაღტული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ბაბილინა თანდარაშვილი.
      ასევე, მადლობას ვუხდით თანადგომისთვის: მარინე როსტომაშვილს, ინგა მულაძეს, მერი მიქაძესა და იამზე ჭეიშვილს.